вторник, 21 июня 2016 г.

დღე-9
დღეს წარმოვადგინეთ პრეზენტაცია,რომელიც შინაარსიანი და საინტერესო იყო.ვნახეთ ჩვენი პორფოლიოები,შევაჯამეთ,ერთმანეთს აზრი გავუზიარეთ.ტრერინგ-მოდულთან შეთანხმებით ჩემი აზრი მდგომარეობს შემდეგში,რომ  შევიძინეთ ინტელის შექმნის უნარ-ჩვევები,რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის საინტერესოდ შეცვლას და 21საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას მოსწავლეებში.

понедельник, 20 июня 2016 г.

დღე-8

დღევანდელი დღე ეხებოდა ფასილიტაცია-ტექნოლოგიებს.
ეს არის მკაფიო ინსტრუქცია, რის დახმარებით მოსწავლეებს ვეხმარებით, ვაძლევთ სწორ მიმართულებას, რაც მათ ხდის დამოუკიდებელ, თვითრეგულირებად მასწავლებლად.

воскресенье, 19 июня 2016 г.

          დღე-მე-7  
დღეს განვიხილეთ დაგეგმა,რომელიც გათვალისწინებულია მოსწავლეთა წარმატებებისათვის.გამოვიყენეთგარდნერის დაბლუმის მატრიცა.ასევე ვიმუშავეთ ბრუბრიკებზე,რაც მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისათვის.

суббота, 18 июня 2016 г.

დღე-6

დღევანდელმა დღემ დამაფიქრა მოსწავლის როლზე.მივხდი, რომ სწორად,მიზნობრივად ,შერჩეული შესასრულებელი დავალება, რა როლს ასრულებს მოსწავლის მოტივაციისამაღლებაზე.

пятница, 17 июня 2016 г.

დღე მეხუთე
გავეცანი უკუკავსშირის ფორმებს.  განვასხვავე ერთმანეთისაგან.მივედი იმ დასკვნამდე,რომ ის წარმოადგენს ,მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას.გავეცანი ონლაინ საშუალებების სხვადასხვა ინსტრუმენტებს.მისი გამოყენებით მოსწავლეები კიდევ უფრო მეტი ინტერესით ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში.სასწავლო პროცესი უფრო სახალისო და საინტერესო ხდება.

четверг, 9 июня 2016 г.

 მეოთხე დღე  
გავეცანი მეორე მოდულს.მოვისმინე შეფასების სხვადასხვა მეთოდები,ვისწავლე საკვანძო კითხვების ფორმულირება,გავიგე პროექტის ფარგლებში ხუთი მიზნის შესახებ,რამაც შეცვალა ჩემი ხედვა. 

среда, 8 июня 2016 г.

დღე-3

რეფლექსია

დავიწყე მე-2-ე მოდულის შესწავლა, გავეცანი შაბლონს. მეშინოდა,მაგრამ ბლუმის ტაქსონომიის დახმარებით მარტივიდან რთულისაკენ-ავითვისე.